Thursday, November 17, 2016

ადათ-წესები და სამართალი

 ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ არსებობდა არანაირი უფლებათა კონვენცია საზოგადოებას მაინც ჰქონდა წესები რომლის მორჩილებაც აუცილებელი იყო და ამ წესების დამრღვევი უფრო სასტიკად დაისჯებოდა ვიდრე დღეს, რომ ვინმემ კანონი დაარღვიოს. მაშ თუ არ არსებობდა არანაირი კანონი და კონსტიტუცია რა უზღუდავდათ ამ ადამიანებს ,,სრულ'' თავისუფლებას?
   ყველა ქვეყანას განსხვავებული ტრადიცია და ადათი აქვს, საუკუნეების წინ დამკვიდრებულ წესებს ზოგიერთი ხალხი დღესაც ზედმიწვნით იცავს მაინც რა კავშირი უნდა ჰქონდეს  ადათს კანონთან? ადათ-წესები კანონთან პირდაპირ კავშირშია, რადგან არის ისეთი წარსულის გადმონაშთი წესები რომლებიც დღევანდელ კანონს ეწინააღმდეგება. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ სისხლის აღება. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა კანონით ისჯება, მაგრამ ზოგიერთ თემში იმდენად აქვს ფესვები გადგმული ადათ-წესებს, რომ ხშირად კანონზე მაღლაც კი აყენებენ.
 ქართველ მთიელთა წესების თანახმად, სისხლი მოეთხოვება მკვლელსა და მის ოჯახს. მტრობენ აგრეთვე მკვლელის დედის ძმებს და ბიძებს, რომლებსაც შურის მაძიებელი ვერ მოკლავს, მაგრამ დასჭრის.
მოხდება თუ არა მკვლელობა, მეხელე და მისი ოჯახი მაშინვე იხიზნება. მაგრამ, რათა მოკლულის პატრონმა მეხელის ოჯახი არ დაარბიოს, ირჩევენ შუაკაცებს, რომლებიც დასარბევად წამოსულებს წინ მიაგებებენ კურატს, ცხვარს, სამ ”ჩარექ რვალს” (სპილენძს) და ეტყვიან: ”შუაკაცები გეახლათ, რაც ვალია, ინებეთო”. ცხვარს იქვე დაკლავენ მკვდირს სულის ასახსნელად, მაგრამ ხორცს არ შეჭამენ, ვინმე იქ დამსწრეს აჩუქებენ, ტყავს კი შუაკაცები აიღებენ. ხარს მეშუღლეები წაიყვანენ. ამის შემდეგ რჯულით მეშუღლეს ნება არა აქვს, მეხელეს ოჯახი დაარბიოს.
მოკლულის დასაფლავების დღეს მეხელე შუაკაცების ხელით ჭირისუფალს უგზავნის მიწად შასვლის საკლავს. ამ საკლავს მიცვალებულის ოჯახში მიიყვანენ, იქ დაჰკლავენ და შენდობას ეტყვიან.
ამას უნდა მოჰყვეს საგვარო, რომელიც მეხელემ ფულით ან საკლავით უნდა გადაიხადოს. საკლავს დაკლავენ და მოკლულის სულს მოიხსენეიბენ; ამით მეხელისა და მოკლულის გვარი რიგდება, რის შემდეგ მკვდრის პატრონს საქმე აქვს მეხელესთან და მის ძმასთან და ბიძებთან.
საბოლოო შერიგება ხდება სისხლის გათავების შემდეგ, რომლის დრო წინათ თითქმის განუსაზღვრელი იყო და 7-8 თაობამდე გრძელდებოდა, ამ ხნის განმავლობაში მეხელე მტრობისა და სისხლის აღების შიშის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რაც მეტად მძიმე პიროებებში აყენებდა მეხელესა და მის ოჯახს. ხევსურეთის თემებს ბოლოს შეუგნიათ ასეთი უსაზღვრო ვადის მავნებლობა და ამ 15 წლის წინათ თავ-სისხლის გათავების ვადა განუსაზღვრავთ 80 წლით, რასაც დრესაც მტკიცედ იცავენ. ამ ხნის განმავლობაში მკვლელმა ყოველ წლისთავზე მოკლულის ჭირისუფალს საკლავი უნდა მიართვას მიცვალებულის სულის მოსახსნელად.
ხევსურული რჯულით კაცის სისხლი შეფასებულია 80 ძროხად, ქალისა კი 30 ძროხად, მაგრამ რიგის გადახდის შემდეგ მკვლელი იხდის 16 ძროხის საფასურს, რადგანაც დანარჩენს რიგის ყენებაში უბრიან.
ცოლის ან შვილის მოკვლისათვის სასისხლო არ არის, დაწესებულია მხოლოდ მცირედი გადასახადი. ქმარმა რომ ცოლი მოკლას ან მამამ შვილი, დედულებს ხუთი ძროხა უნდა მისცეს.
  რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, როდესაც დაპირისპირება ორ საგვარეულოს შორის სისხლის აღებით დასრულდა. საქმეში ჩაერივნენ სამართალ დამცავებიც, მაგრამ ორივე მხარემ განაცხადა რომ არ სურდათ კანონთან თანამშრომლობა და თვითონ მოაგვარებდნენ ყველაფერს.


ამბობენ ძველი ტრადიციები და ადათი არ უნდა დავივიწყოთო, მაგრამ ამგვარი ტრადიციების დავიწყება, მე ვფიქრობ უკეთესი იქნება, რადგან ოცდამეერთე საუკუნეში, სადაც მსოფლიო ტექნიკური განვითარების უმაღლეს საფეხურზეა და დანაშაულის დასასჯელად შესაბამისი კანონი არსებობს, შურისძიების ასეთი სახე დიდ დანაშაულს წარმოადგენს.