არა ძალადობას!
ამ შინაარსის მქონე პლაკატით გადავწყვიტე გამეზიარებინა ჩემი დამოკიდებულება ძალადობასთან დაკავშირებით. პლაკატი სკოლის კედელზე ჩვენმა კლასმა გამოაკრა...
Monday, November 30, 2015
Saturday, November 28, 2015
ემიგრანტები...
საქართველოს და არამარტო საქართვლოს მოსახლეობის რაღაც ნაწილი გადახვეწილია საზღვარგარეთ, რათა არჩინონ თავისი ოჯახები. ძირითადად ქალბატონები იღებენ საკუთარ თავზე ასეთ პასუხისმგებლობას, ამიტომ მათი რიცხვი ამ სიაში, მამაკაცების რაოდენობასთან შედარებით, უფრო მეტია.
ის პიროვნებები, რომლებიც მიდიან სამუშაოდ სხვა ქვეყნებში, ასეთ გადაწყვეტილებას უკიდურეს შემთხვევაში იღებენ.
ხშირად ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც უკანონოდ კვეთენ საზღვარს, ასეთ შემთხვევაში იგი სრულიად დაუცველი ხდება ყველანაირი პრობლემის წინაშე, როგორიცაა მაგალითად : ტრეფიკინგი, ძალადობა და სხვა უფლებათა დარღვევა.
რა ხდება მას შემდეგ რაც ემიგრანტი ჩადის კონკრეტულ ქვეყანაში? მათი წასვლა ხშირ შემთხვევაში ხდება ე. წ. ,,ნაცნობობით''. პიროვნება რომელიც არის, ასე რომ ვთქვათ ,,დამსაქმებელი", ითხოვს გარკვეულ თანხას, თანხის გადახდის შემდეგ კი ის პირდება სამსახურით უზრუნველყოფას. რა თქმა უნდა ყოველთვის ეს დაპირება არ სრულდება და და დამსაქმებელი ხაშირად თაღლითი აღმოჩნდება. მას მიჰყავს მსხვერპლი საზღვარგარეთ შემდეგ კი ეუბნება, რომ ის სამუშაო ადგილი რომელსაც დაპირდა დაკავებული აღმოჩნდა.
პიროვნება რომელსაც საზღვარი უკანონოდ აქვს გადაკვეთილი, მაშინ მისი უფლებათა დარღვევის შანსი 50%-ით მატულობს. თუ მან რეალურად დაიწყო მუშაობა, შესაძლოა დამქირავებელმა არ გადაუხადოს ანაზღაურება , ამასთანავე მოახდინოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ხოლო მსხვერპლს არანაირად არ ექნება საკუთარი თავის დაცვის საშუალება , რადგან იგი არალეგალია და სამართალდამცავებთან დაკავშირებას მისი ქვეყნიდან გაძევება მოჰყვება.

Friday, November 27, 2015
ტრეფიკინგი
ტრეფიკინგი - ადამიანით ვაჭრობა, ეს ის მძიმე დანაშაულია რომელიც უშუალოდ არღვევს ყველანაირ უფლებებს და თელავს ყოველგვარ ადამიანურ ღირსებებს. ტრეფიკინგის დანაშაული შეიძლება იყოს შანტაჟი, მუქარა, მოტყუება, წამება.
ადამიანი თავისუფალი და დამოუკიდებელი არსებაა, არავის არ აქვს უფლება მისი გაყიდვის, წამების და სხვა უფლებათა შეზღუდვის.
წინა საუკუნეებში გავრცელებული იყო ადამიანთა მონად გაყიდვა. ძირითადად ტრეფიკინგი ფერად კანიანებზე ვრცელდებოდა. ადამიანები ნებისმიერი რელიგიის, კანის ფერის და წარმომავლობის მიუხედავად ერთაირი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანა არ არის განვითარების ისეთ დონეზე, რომ განურჩევლად ყველას ადამიანის უფლება დაცული იქნას.
დღეს XXI საუკუნეშიც კვლავ არსებობენ ,,მონები'' მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ორგანიზაციაა შექმნილი ტრეფიკინგთან საბრძოლველად.
Wednesday, November 25, 2015
ძალადობა ბავშვებზე
ჩემი წინა პოსტი ბულინგის შესახებ იყო, დიახ ბულინგი არის ბავშვებზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, მაგრამ ბულინგთან ერთად ვხვდებით ბავშვებზე ძალადობას უფროსების მხრიდანაც, როგორც მშობლებისაგან ასევე მასწავლებლებისაგან.
დასჯის ამ მეთოდს ხშირად იყენებდნენ საბჭოთა კავშირის დროს სკოლებში, ისინი თვლიდნენ რომ თუ ბავშვს ამ წესით აღზრდიდნენ ის ასეთ შეცდომას მეორედ აღარ გაიმეორებდა. არის თუ არა ,,ცემა'' გამოსავალი? რა თქმა უნდა ყველა მშობელს აქვს სურვილი მისი შვილი კარგად აღზრდილი და ზრდილობიანი იყოს, მაგრამ ფიზიკური ძალადობა არ არის არავითარ შემთხვევაშ გამოსავალი, რადგან ძალადობა უკვალოდ არ ქრება.
ბავშვზე ძალადობა იწვევს ბავშვის ფსიქიკის დაზიანებას, ასევე ჯანმრთელობის შერყევას. როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას და ზოგადად ძალადობას? ძალადობასთან ბრძოლა წლების წინ დაიწყო. ძალადობასთან ბრძოლა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, თუ ჩვენ გვინდა რომ დავამარცხოთ ეს პრობლემა ხელს ნუ დავაფარებთ მოძალადეებს,აუცილებელია გადავცეთ ისინი სამართალ დამცავებს, თუნდაც დავრეკოთ სახალხო დამცველთან (2234499).
დავიცვათ ბავშვები ძალადობისაგან!

Tuesday, November 24, 2015
ბულინგი
რა იცის მოსახლეობამ ამ პრობლემის შესახებ, ან საერთოდ თვლიან თუ არა ბულინგს სერიოზულ პრობლემად...
ხშირ შემთხვევაში ,,ბულინგს" ბავშვურ ხუმრობას უწოდებენ და უფროსების დიდი ნაწილი თვლის, რომ ის რაც ჩვენ დღეს დანაშაულად მიგვაჩნია ყოველთვის , ყველა დროს და ყველა თაობაში იყო, მაგრამ ეს დანაშაულად არავის ჩაუთვლია.
რა რეაგირებას ახდენს მშობელი როდესაც იგი იგებს, რომ მისმა შვილმა თავის თანაკლასელს დასცინა... ზოგიერთმა მშობელმა შეიძლება თქვას რომ მისი შვილი ჯერ ბავშვია და მისი ასეთი ქცევა გასაკვირი არაა, რადგან ბავშვების უმეტესობას ახასიეთებს ასეთი ჩვევა. პრობლემაც ზუსტად ისაა რომ მშობლები არ რეაგირებენ შვილების ძალადობრივ საქციელზე.
ბულინგი მოზარდებსა და თანატოლებს შორის ხდება, მასთან ბრძოლა სულ რამდენიმე წელია რაც დაიწყო, მაგრამ შედეგი არც თუ ისე სახარბიელოა. ბულინგის მომსწრე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს. ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, რადგა სხვა დროს შეიძლება ჩვენი ახლობელი ბავშვი გახდეს მსხვერპლი და სხვამაც თვალი დახუჭოს.
პრობლემის გადაჭრა ნამდვილად არ გახლავთ ადვილი საკითხი, ერთადერთი რითიც ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ ბულინგს არის ის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მოახდინოს სწრაფი რეაგირება და არ მივცეთ ჩაგვრის უფლება. ასეთი საქციელით ჩვენ არამარტო დავიცავთ ბავშვების ერთ ნაწილს ძალადობისაგან , არამედ მეორე ნაწილს
ხელს შევუშლით ,,მოძალადედ" ჩამოყალიბებაში.
ერთად ვებრძოლოდ ბულინგს! დავიცვათ ბავშვები ძალადობისაგან და გადავარჩინოთ ქვეყანა მოძალადეებისაგან!

Monday, November 23, 2015
ბავშვთა უფლებები
ბავშვთა უფლებების წერა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში დაიწყო. მას შემდეგ რაც ბავშვთა უფლებათა კონვენცია შექმნეს 25 წელი გავიდა, იგი მიღებული იქნა 1989 წლის 20 ნოემბერს, ხოლო ძალაში შევიდა 1990 წლის 2 ოქტომბრიდან.იგი შედგება 54 მუხლისაგან, აქდან 42 შეეხება ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს.
მუხლი 1
ყველა ადამიანი, ვისაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი, ითვლება ბვშვად.
ადამიანს რომელსაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი ითვლება ბავშვად, ამიტომ სანამ იგი მიაღწევს სრულწლოვნების ასაკს მას ჭირდება მშობლების მზრუნველობა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ბავშვს არ ყავს მშობლები ვინ იზრუნებს მასზე?
მუხლი 20
სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და შეუქმნას მათ ოჯახური გარემო.
თუ ბავშვს არ ყავს ოჯახი, სახელმწიფო ვალდებულია ბავშვი უზრუნველყოს იგი ოჯახური გარემოთი. დღეს დღეობით ჩვენს ქვეყანაში არის ისეთი სახლები სადაც მზრუნველობამოკლებული ბავშვები ცხოვრობენ.
მუხლი 42
სახელმწიფომ ეს კონვენცია უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს.
იცის თუ არა ამ კანონების შესახებ ყველამ? აუცილებელია ნებისმიერი ჩვენთაგანი გაეცნოს ამ კონვენციას რათა დავიცვათ ბავშვები ძალადობისაგან და დავეხმაროთ მათ ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში!

Friday, November 20, 2015
უდანაშაულობის პრეზუმცია
უდანაშაულობის
პრეზუმცია სისხლის სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. ადამიანი რომელიზეც
ვიღაც ფიქრობს რომ არის , კონკრეტულ შემთხვევაში, დამნაშავე ის სასჯელს მანამდე არ
მოიხდის, სანამ ეს დანაშაული, ყველა კანონის დაცვით არ დამტკიცდება. აუცლებელი არაა
საქმე ეხებოდეს სასამართლო პროცესს , რათა ეს კანონი დავიცვათ. ამ კანონის დაცვა აუცილებელია
ყოველდღიურ ცხოვრებაშიც!
მაგალითად
ერთ-ერთ საჯარო ადგილას გავხდით ქურდობის მოწმე ,
ერთმა ქალბატონმა მეორეს ჩანთიდან ამოაცალა საფულე , შემდეგ კი მშვიდი მზერით
ჩამოჯდა იქვე მდგარ სკამზე (ჩვენ ამ ყველაფრის მომსწრე გავხდით). მსხვერპლთან ახლოს
მამაკაცი იდგა , ჩამოძონძილ ტანსაცმელში გამოწყობილი.
ქალბატონმა ჩანთის შემოწმების შემდეგ მამაკაცს გაცოფებულმა შეხედა და საფულის დაბრუნება
მოსთხოვა...
უსაფუძვლო
ბრალდება , ცილისწამება და სხვა უსამართლობის მომსწრე შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანი
გახდეს. როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ
ასეთი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით და ჩვენ გვეცოდინება რეალური დამნაშავის
ვინაობა? რა ჯობს ასეთ შემთხვევაში ვაღიაროთ სიმართლე თუ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას?
რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში გაჩუმება და პასუხისმგებლობის მოხსნა დიდი დანაშაულია. ამგვარი საქციელით ჩვენ დავიცავთ
დამნაშავეს და უდანაშაულო ადამიანს კი (კონკრეტულ შემთხვევაში) ქურდის სტატუსს მივანიჭებთ.
ასე რომ
ნუ დავმალავთ სიმართლეს და ნუ დავსჯით უდანაშაულო ადამიანებს!
Thursday, November 19, 2015
უფლებები და მოვალეობები
ნებისმიერ პიროვნებას და ზოგადად
ადამიანს გააჩნია თავისი კუთვნილი უფლებები, რომელიც ჯერ პირველ რიგში ღვთისგან,
შემდეგ კი უკვე კანონისაგანაა ბოძებული. ჩვენ არამარტო უფლებები არამედ
მოვალეობებიც გაგვაჩნია .
ადამიანი
პიროვნებად არ იბადება! პიროვნებად რომ ჩამოვყალიბდეთ ჩვენ აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს
ჩვენი მისწრაფებები და მიზნები , ასევე
ვგრძნობდეთ პასუხისმგებლობას საკუთარ
საქმეებთან დაკავშირებით. მე ვთვლი, რომ ჩვენი უპირველესი
მოვალეობაა ჩამოვყალიბდეთ პიროვნებად!
უფლებები
და მოვალეობები ნებისმიერი რასისა და სქესის წარმომადგენელთათვის ერთია! მაგრამ
სამწუხაროდ ,დღეს-დღეობით ყველა ადამიანს არ აქვს უნარი დაიცვას საკუთარი
უფლებები, ამის მიზეზი შეიძლება იყოს გარემო პირობები რომელიც უპირველეს ყოვლისა
მოქმედებს ადამიანთა პიროვნულ ღირსებებზე. ადამიანი რომელიც ცხოვრობს ღია
ცის ქვეშ , არა მგონია მან თავისი უფლებებისა დაცვა შეძლოს.
სხვისი და საკუთარი უფლებების დაცვა , არის არა
მხოლოდ საზოგაოდოების, არამედ ღვთის
წინაშე დაკისრებული მოვალეობაც. ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია და
ყველას აქვს სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება!
Subscribe to:
Posts (Atom)