Friday, November 20, 2015

                                          უდანაშაულობის პრეზუმცია
      
რა არის უდანაშაულობის  პრეზუმცია? იცავს თუ არა ამ კანონს ყველა ადამიანი?
   უდანაშაულობის პრეზუმცია სისხლის სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. ადამიანი რომელიზეც ვიღაც ფიქრობს რომ არის , კონკრეტულ შემთხვევაში, დამნაშავე ის სასჯელს მანამდე არ მოიხდის, სანამ ეს დანაშაული, ყველა კანონის დაცვით არ დამტკიცდება. აუცლებელი არაა საქმე ეხებოდეს სასამართლო პროცესს , რათა ეს კანონი დავიცვათ. ამ კანონის დაცვა აუცილებელია ყოველდღიურ   ცხოვრებაშიც!
   მაგალითად ერთ-ერთ საჯარო ადგილას გავხდით ქურდობის მოწმე ,  ერთმა ქალბატონმა მეორეს ჩანთიდან ამოაცალა საფულე , შემდეგ კი მშვიდი მზერით ჩამოჯდა იქვე მდგარ სკამზე (ჩვენ ამ ყველაფრის მომსწრე გავხდით). მსხვერპლთან ახლოს მამაკაცი იდგა  , ჩამოძონძილ ტანსაცმელში გამოწყობილი. ქალბატონმა ჩანთის შემოწმების შემდეგ მამაკაცს გაცოფებულმა შეხედა და საფულის დაბრუნება მოსთხოვა...
   უსაფუძვლო ბრალდება , ცილისწამება და სხვა უსამართლობის მომსწრე შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანი გახდეს. როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ  ასეთი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით და ჩვენ გვეცოდინება რეალური დამნაშავის ვინაობა? რა ჯობს ასეთ შემთხვევაში ვაღიაროთ სიმართლე თუ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას? რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში გაჩუმება და პასუხისმგებლობის მოხსნა  დიდი დანაშაულია. ამგვარი საქციელით ჩვენ დავიცავთ დამნაშავეს და უდანაშაულო ადამიანს კი (კონკრეტულ შემთხვევაში) ქურდის  სტატუსს მივანიჭებთ.

     ასე რომ ნუ დავმალავთ სიმართლეს და ნუ დავსჯით უდანაშაულო ადამიანებს! 

No comments:

Post a Comment