Thursday, November 17, 2016

ადათ-წესები და სამართალი

 ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ არსებობდა არანაირი უფლებათა კონვენცია საზოგადოებას მაინც ჰქონდა წესები რომლის მორჩილებაც აუცილებელი იყო და ამ წესების დამრღვევი უფრო სასტიკად დაისჯებოდა ვიდრე დღეს, რომ ვინმემ კანონი დაარღვიოს. მაშ თუ არ არსებობდა არანაირი კანონი და კონსტიტუცია რა უზღუდავდათ ამ ადამიანებს ,,სრულ'' თავისუფლებას?
   ყველა ქვეყანას განსხვავებული ტრადიცია და ადათი აქვს, საუკუნეების წინ დამკვიდრებულ წესებს ზოგიერთი ხალხი დღესაც ზედმიწვნით იცავს მაინც რა კავშირი უნდა ჰქონდეს  ადათს კანონთან? ადათ-წესები კანონთან პირდაპირ კავშირშია, რადგან არის ისეთი წარსულის გადმონაშთი წესები რომლებიც დღევანდელ კანონს ეწინააღმდეგება. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ სისხლის აღება. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა კანონით ისჯება, მაგრამ ზოგიერთ თემში იმდენად აქვს ფესვები გადგმული ადათ-წესებს, რომ ხშირად კანონზე მაღლაც კი აყენებენ.
 ქართველ მთიელთა წესების თანახმად, სისხლი მოეთხოვება მკვლელსა და მის ოჯახს. მტრობენ აგრეთვე მკვლელის დედის ძმებს და ბიძებს, რომლებსაც შურის მაძიებელი ვერ მოკლავს, მაგრამ დასჭრის.
მოხდება თუ არა მკვლელობა, მეხელე და მისი ოჯახი მაშინვე იხიზნება. მაგრამ, რათა მოკლულის პატრონმა მეხელის ოჯახი არ დაარბიოს, ირჩევენ შუაკაცებს, რომლებიც დასარბევად წამოსულებს წინ მიაგებებენ კურატს, ცხვარს, სამ ”ჩარექ რვალს” (სპილენძს) და ეტყვიან: ”შუაკაცები გეახლათ, რაც ვალია, ინებეთო”. ცხვარს იქვე დაკლავენ მკვდირს სულის ასახსნელად, მაგრამ ხორცს არ შეჭამენ, ვინმე იქ დამსწრეს აჩუქებენ, ტყავს კი შუაკაცები აიღებენ. ხარს მეშუღლეები წაიყვანენ. ამის შემდეგ რჯულით მეშუღლეს ნება არა აქვს, მეხელეს ოჯახი დაარბიოს.
მოკლულის დასაფლავების დღეს მეხელე შუაკაცების ხელით ჭირისუფალს უგზავნის მიწად შასვლის საკლავს. ამ საკლავს მიცვალებულის ოჯახში მიიყვანენ, იქ დაჰკლავენ და შენდობას ეტყვიან.
ამას უნდა მოჰყვეს საგვარო, რომელიც მეხელემ ფულით ან საკლავით უნდა გადაიხადოს. საკლავს დაკლავენ და მოკლულის სულს მოიხსენეიბენ; ამით მეხელისა და მოკლულის გვარი რიგდება, რის შემდეგ მკვდრის პატრონს საქმე აქვს მეხელესთან და მის ძმასთან და ბიძებთან.
საბოლოო შერიგება ხდება სისხლის გათავების შემდეგ, რომლის დრო წინათ თითქმის განუსაზღვრელი იყო და 7-8 თაობამდე გრძელდებოდა, ამ ხნის განმავლობაში მეხელე მტრობისა და სისხლის აღების შიშის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რაც მეტად მძიმე პიროებებში აყენებდა მეხელესა და მის ოჯახს. ხევსურეთის თემებს ბოლოს შეუგნიათ ასეთი უსაზღვრო ვადის მავნებლობა და ამ 15 წლის წინათ თავ-სისხლის გათავების ვადა განუსაზღვრავთ 80 წლით, რასაც დრესაც მტკიცედ იცავენ. ამ ხნის განმავლობაში მკვლელმა ყოველ წლისთავზე მოკლულის ჭირისუფალს საკლავი უნდა მიართვას მიცვალებულის სულის მოსახსნელად.
ხევსურული რჯულით კაცის სისხლი შეფასებულია 80 ძროხად, ქალისა კი 30 ძროხად, მაგრამ რიგის გადახდის შემდეგ მკვლელი იხდის 16 ძროხის საფასურს, რადგანაც დანარჩენს რიგის ყენებაში უბრიან.
ცოლის ან შვილის მოკვლისათვის სასისხლო არ არის, დაწესებულია მხოლოდ მცირედი გადასახადი. ქმარმა რომ ცოლი მოკლას ან მამამ შვილი, დედულებს ხუთი ძროხა უნდა მისცეს.
  რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, როდესაც დაპირისპირება ორ საგვარეულოს შორის სისხლის აღებით დასრულდა. საქმეში ჩაერივნენ სამართალ დამცავებიც, მაგრამ ორივე მხარემ განაცხადა რომ არ სურდათ კანონთან თანამშრომლობა და თვითონ მოაგვარებდნენ ყველაფერს.


ამბობენ ძველი ტრადიციები და ადათი არ უნდა დავივიწყოთო, მაგრამ ამგვარი ტრადიციების დავიწყება, მე ვფიქრობ უკეთესი იქნება, რადგან ოცდამეერთე საუკუნეში, სადაც მსოფლიო ტექნიკური განვითარების უმაღლეს საფეხურზეა და დანაშაულის დასასჯელად შესაბამისი კანონი არსებობს, შურისძიების ასეთი სახე დიდ დანაშაულს წარმოადგენს.

Thursday, September 29, 2016

განახლებული ბლოგი და სიახლეები

მოგესალმებით! თითქმის ერთი წელი გავიდა ამ ბლოგის დაარსებიდან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ათი თვე. სამწუხაროდ რაღაც დროის განმავლობაში ვერ ვახერხებდი ბლოგის აქტიურად მართვას, მაგრამ ამიერიდან შევეცდები აქტიურად გავაგრძელო პოსტების განთავსება ბლოგზე. ასევე დავამატებ იმასაც, რომ პოსტებთან ერთად ბლოგზე განთავსდება სხვადასხვა აქტივოობებიც. მადლობა ყურადღებისათვის!

Sunday, April 24, 2016

პირველი წერილობითი სამართლებრივი დოკუმენტი

 პირველი წერილობითი  სამართებრივი დოკუმენტი, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია, არის ხამურაბის კანონები, რომლებიც ძვ. წ. XVIII  საუკუნეში ბაბილონის მეფე ხამურაბიმ შექმნა. კანონები დაწერილია ძველბაბილონური დამწერლობით 2.5 მეტრი სიმაღლის ფილებზე, რომლებიც ამჟამად პარიზში, ლუვრის მუზეუმშია დაცული.
   მეფეს სწამდა: ღმერთებმა ის იმისთვის აირჩიეს, რომ ხალხისთვის კანონები დაეწერა. მეფე პირობას დებდა რომ მის ქვეყანაში  ყველა ადამიანი დაცული იქნებოდა და რომ ბოროტება მოისპობოდა.

Sunday, April 17, 2016

საავტორო უფლებები

    საავტორო უფლება არის  პირადი კუთვნილება და ის  კანონით არის დაცული. მისი მოპოვებისთვის არ არის აუცილებელი ნაწარმოების რეგისტრაცია, გაფორმება ან სხვაგვარი დაცვა. დღესდღეობით ბევრი გამოგონება და სხვადასხვაგვარი ნამუშევრები იქმნება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამომგონებლის, ავტორისა და იმ ადამიანების საავტორო უფლებების დაცვას ვისაც ეკუთვნის რაიმე ნაწარმოები. საავტორო უფლებების დაცვა ხდება სხვადასხვანაირი ფორმები.
      საავტორო უფლებების დაცვა ხდება როგორც გამოქვეყნებულ ისე გამოუქვეყნებელ ნამუშევრებზე, წარმოიშობა რაიმის   შექმნისთანავე, განურჩევლად ყველა ნაწარმოებზე.  საავტორო უფლებები არ  ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, საშუალებებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე.
 


 დღეს საქართველოში საავტორო უფლებების დასაცავად შეიქმნა საქართველოს კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’.თუ ავტორის უფლება დაირღვევა, კანონის მიხედვით იმ ადამიანს რომელმაც დაარღვია უფლება, ის დაჯარიმდება ხუთასიდან სამი ათას ლარამდე. რაც შეეხება საავტორო უფლებების დაცვას, საავტორო უფლებების დაცვა მაშინ ხდება როდესაც ავტორი ნაწარმოებს შექმნის. რომ არ იყოს საავტორო უფლებების დაცვა, ბევრი ნაწარმოები გასხვისდებოდა.
     თანამედროვე საზოგადოებაში საავტორო უფლებების დაცვა ურთულესი ამოცანაა. ამიტომ განვითარებულ სამყაროში საავტორო უფლებების დამცველებს ურთულესი დავალება აქვთ.

Saturday, April 9, 2016

9 აპრილი

   27 წლის წინ საქართველოში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა.1989 წელს საქართველოში  თავისუფლების მოთხოვნის მიზნით უამრავი ხალხი მშვიდობიანი აქციებით, მოითხოვდა     სამშობლოს თავისუფლებას, ამ მოთხოვნას საბჭოთა ხელისუფლებამ დასჯით უპასუხა. 1989 წლის 9 აპრილს, ღამით, რუსულმა ჯარებმა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეები ალესილი ნიჩბებით და მომწამვლელი აირის გამოყენებით დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა, ასე რომ ამ ტრაგედიას ბევრი მსხვერპლი მოჰყვა.
 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი არჩევნები ჩატარდა. პარტია ,,მრგვალი მაგიდა- თავისუფალი საქართველომ ’’ გაიმარჯვა, რომლის ხელმძღვანელი იყო ზვიად გამსახურდია.1991 წლის 31 მარტს ჩაატარეს სახალხო გამოკითხვა: სურდათ თუ არა თავისუფლება. თავისუფლების მოთხოვნა გამოთქვა მოსახლეობის თითქმის 99 პროცენტმა. ამავე წლის 9 აპრილს საქართველო დამოუკიდებელი გახდა.

   9  აპრილი ქართველებისთვის არის სასიხარულო და ამავდროულად საუბედურო დღე. მას შემდეგ ყოველ წელს უნთებენ ქართველები სანთლებს  9 აპრილს დაღუპულ გმირებს.

Thursday, March 24, 2016

ინტერვიუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ლიკა ზურაბაშვილთან

-გამარჯობა.
-გამარჯობა...
-რამდენიმე კითხვაზე თუ შეგიძლია, რომ მიპასუხო.
-კარგით შევეცდები.
- ,,სეგრეგაცია'' ,,დისკრიმინაცია'' - თუ იცი ამ სიტყების მნიშნელობა?
-კი, ეს საკითხი კარგად მაქვს გააზრებული და შევეცდები ამომწურავი პასუხი გაგცეთ ამასთან დაკავშირებით.
-ძალიან კარგი. შეგიძლია განგვიმარტო ამ სიტყვების მნიშვნელობა?
- ,,სეგრეგაცია'' და ,,დისკრიმინაცია'' გულისხმობს ისეთი ერების, ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ჩაგვრას, ან გარიყვას, რომლებიც განსხვავდებიან კანის ფერით, რელიგიით ან სხვა რაიმე ნიშნით.
-შენ თუ ყოფილხარ დისკრიმინაციის მომსწრეე?
- არა, საბედნიეროდ, არ ვყოფილვარ დისკრიმინაციის მომსწრე.
-შეგიძლია დავისახელო დისკრიმინაციის ერთ-ერთი
ცნობილი ფაქტი?
-1941 წელს ჰიტლერმა ებრაელების გაქრობის მიზნით, ათასობით ებრაელი მოკლა. ბავშვებს წვავდა, ხოლო უფროსებს ხვრეტდა.
-მადლობა ინტერვიუსათვის.
-არაფერს.



Monday, March 21, 2016

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

         21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს აღნიშნავენ იმიტომ, რომ დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ვიდრე მათ აქვთ. სამწუხაროდ დღეს საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს განსხვავებულად მიიჩნევენ. ხშირად ასეთ ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონეებს უწოდებენ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არასწორი შეხედულებაა მათ მიმართ.
     დაუნის სინდრომის დროს ადამიანს 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 აქვს. სწორედ ეს ზედმეტი ქრომოსომა განაპირობებს დაუნის სინდრომის ნიშნებს.
    დაუნის სინდრომთან დაკავშირებით ბევრი მითები არსებობს, მაგალითად:  დაუნის სინდრომის მქონე პირებს ახლო ურთიერთობის დამყარება არ შეუძლიათ, რომ მათ მნიშვნელოვანი ინტელექტუალური შეფერხაბა  აქვთ, დაუნის სინდრომი მემკვიდრეობით გადადის და სხვა.რეალურად კი დაუნის სინდრომი მემკვიდრეობით არ გადადის. არსებობს სხვადასხვა მიზეზები რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დაბადება. 
          პირველად ჯონ დაუნმა აღწერა დაუნის სინდრომის დაავადება 1866 წელს , 1895 წელს კი ფრანგმა გენეტიკოსმა ჯერემი ლეჟერმა პირველად აღწერა, როგორც ქრომოსული ანომალია. 2006 წლის 21 მარტს პირველად აღნიშნეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.