საავტორო უფლება
არის პირადი კუთვნილება და ის კანონით არის დაცული. მისი მოპოვებისთვის არ არის აუცილებელი ნაწარმოების რეგისტრაცია, გაფორმება ან სხვაგვარი დაცვა. დღესდღეობით ბევრი გამოგონება და სხვადასხვაგვარი
ნამუშევრები იქმნება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამომგონებლის, ავტორისა
და იმ ადამიანების საავტორო უფლებების დაცვას ვისაც ეკუთვნის რაიმე ნაწარმოები. საავტორო უფლებების დაცვა ხდება სხვადასხვანაირი ფორმები.
საავტორო უფლებების დაცვა ხდება როგორც გამოქვეყნებულ ისე გამოუქვეყნებელ ნამუშევრებზე, წარმოიშობა რაიმის შექმნისთანავე, განურჩევლად ყველა ნაწარმოებზე. საავტორო უფლებები არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, საშუალებებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე.

დღეს საქართველოში
საავტორო უფლებების დასაცავად შეიქმნა საქართველოს კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე
უფლებების შესახებ’’.თუ ავტორის უფლება დაირღვევა, კანონის მიხედვით იმ ადამიანს რომელმაც დაარღვია უფლება, ის დაჯარიმდება ხუთასიდან სამი ათას ლარამდე. რაც შეეხება საავტორო უფლებების დაცვას, საავტორო უფლებების დაცვა მაშინ ხდება როდესაც ავტორი ნაწარმოებს შექმნის. რომ არ იყოს საავტორო უფლებების დაცვა, ბევრი ნაწარმოები გასხვისდებოდა.
No comments:
Post a Comment