პირველი წერილობითი სამართებრივი დოკუმენტი, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია, არის ხამურაბის კანონები, რომლებიც ძვ. წ. XVIII საუკუნეში ბაბილონის მეფე ხამურაბიმ შექმნა. კანონები დაწერილია ძველბაბილონური დამწერლობით 2.5 მეტრი სიმაღლის ფილებზე, რომლებიც ამჟამად პარიზში, ლუვრის მუზეუმშია დაცული.
მეფეს სწამდა: ღმერთებმა ის იმისთვის აირჩიეს, რომ ხალხისთვის კანონები დაეწერა. მეფე პირობას დებდა რომ მის ქვეყანაში ყველა ადამიანი დაცული იქნებოდა და რომ ბოროტება მოისპობოდა.
No comments:
Post a Comment