Thursday, December 17, 2015

რა არის რასიზმი?

   რასიზი არის ეთნიკური, რასობრივი, კანის ფერის და რელიგიური ჩაგვრა, დამცირება და მათზე ძალადობა.
 რასიზმი საფუძელს ძველი დროიდან იღებს, მაგალითად მონები რომლებიც ქვეყნის მმართვლებს ყავდათ შავკანიანები იყვნენ. რა თქმა უნდა, დღეს მათი ჩაგვრა დიდ დანაშაულად ითვლება, მაგრამ დღეს მაინც ვხვდებით რასიზმს, ამარტო კანის ფერის არამედ   რელიგიური, ეთნიკური და სხვა მხრითაც.
  რამდენიმე თვის წინ, ტელევიზიის საშუალებით, გავრცელდა ინფორმაცია სადაც, გოგონას მუქი კანის ფერის გამო სკოლაში დაცინოდნენ და ამცირებდნენ, მასწავლელებს კი ამასთან დაკავშრებით არავთარი რეაგირება არ მოუხდენიათ. ამ შემთხვევაში ჩვენ არამარტო რასიზმს, არამედ ბულინგსაც ვხვდებით.
 რასიზმი შესაძოა გახდეს გენოციდის წინაპირობა, მასთან საბრძლეად აუცილებელია ნებისმიერი წამომავლობის ადამანმა იცოდეს თავისი უფლებები, ის რომ მიუხედავად მისი კანის ფერისა და რელიგიისა მასაც აქვს ისეთივე უფლებები როგორც სხვებს. სამწუხაროდ ჯერ მსოფლიო ამ მხრივ განვითარების არც თუ ისე მაღალ დონეზე დგას.

ინტერვიუ თბილისის 172 სკოლის IX კლასის მოსწავლე ანი გოგაშვილთან

-გამარჯობა!
-გამარჯობა.
-რამდენიმე კითხვას დაგისვამ, თუ შეიძლება.
-კი, რა თქმა უნდა.
-კარგი. თუ იცი ამ სიტყებიდან რომელიმეს მნიშნელობა: დისკრიმინაცია, ტოლერანტობა, სტიგა.
-კი, დისკრიმინაცია და ტოლერანტობა.
-შეგიძია განმიმარტო?
-კი როგორ არა. დისკრიმინაცია ნიშნავს რაიმე ნიშნით განსხვავებილი ადამიანის გარიყვას. ტოლერანტობა - განსხვავებულ ადამიანთა შემწყნარებლობას.
-დიახ, სწორია. მადლობა ინტერვიუსთვის.
-არაფერს.

Monday, December 14, 2015

არასრულწლოვანთა ქორწინება

 ნაადრევი ქორწინების  თემა, დღეს  საკმაოდ აქტუალურია. თითოეულ ჩვენგანს ყავს ისეთი ნაცნობი რომელიც ჯერ კიდევ ბავშვურ ასაკში დაქრორწინდა. პირადად მე მყავს ასეთი ნაცნობები და ნათესავები, რომლებიც აცხადებენ რომ ნანობენ ამ გადაწყვეტილებას, რადგან მათ დაკარგეს ,,ბავშვობის წლები''.
  რამდენად მართებულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება? ამ კითხვაზე ყველას სხვადასხვა პასუხი აქვს, მაგალითად ახალგაზრდების ნაწილი თვლის, რომ თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს რა ასაკშიც არ უნდა დაქორწინდნენ ისინი ერთად ყველა პრობლემას გაუმკლავდებიან, ხოლო ნაწილი კი თვლის, რომ სასურველი არაა არასრულწლოვანთა ქორწინება, რადგან ისინი ვერ აცნებიერებენ თუ რა მოელით წინ.
  ნაადრევი ქორწინება ხშრად განქორწინებით სრულდება, რაც ცუდად აღიწერება ახალგაზრდების მომავალზე. არასრულწლოვანთა ქორწინება უშუალოდ ხელს უშლის განათლებასა და თვითრეალიზაციას. ასეთ შემთხვევაში ხშრად ვაჟებს ცოლად გოგონა მშობლების იმედად მოყავთ.
  ადრეული ქორწინების დროს, ნაკლებად იციან ის პრობლემები რომლებიც შეიძლება შემდეგ შეექმნათ. ძირითად პრობლემას ჯანმრთელობის შერყევა წარმოადგენს. არასრულწლოვან გოგონებს ადრეული ქორწინებისას ხშრად ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ფატალურადაც სრულდება.
  ქართულ სოფლებში არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მშობლები აიძლებენ შვილს ასეთი ნაბიჯის გადადგმას. რა თქმა უნდა ეს კანონით ისჯება.   დღეს ამ პრობლემასთან საბრძოლველად შექმნილია სპეციალური სამსახურები.

Saturday, December 12, 2015

სტიგმა

 დისკრიმინაციის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს სიტიგმა. სტიგმა არის მცდარი შეხედულებები კონკრეტული ადამიანის ან ჯგუფის მიმართ, რაც იწვევს მარგინალიზაციას, ანუ გარიყვას.
  სტიგმა შეიძლება იყოს როგორც ფსიქოლოგიური, სოციალური ასევე იურიდიულიც. ამის შედეგად ხდება ადამიანების განდევნა საზოგადოებიდან. უმეტესად სტიგმის მსხვერპლი ხდება რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანი, რომელიც მიეკუთვნება უმცირესობას, ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემა როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობება, რთული ინფექციური დაავადება (მაგალითად: შიდსი და სხვა მძიმე დაავადებები), ასევე სქესობრივი ორიენტაცია და ა. შ.
  ისევ და ისევ როგორც წინა პოსტებში აღვნიშვნე აქაც იგივეს გავიმეორებ,ყველა ადამიანი ერთმანეთისაგან განსხვავებულია და ჩვენ მათ ვერ ვაიძლებთ ჩვენ დაგვემსგავსონ, ან პირიქით ჩვენ დავემსგავსოთ მათ, უბრალოდ მივიღოთ ისინი ისეთები როგორიც არიან.

Tuesday, December 8, 2015

ტოლერანტობა

  ტოლერანტობა შემწყნარებლობას ნიშნავს. ამ ტერმინის სრული მნიშვნელობა მოსახლეობის მხოლოდ რამდენიმე პროცენტმა იცის.ძირითადად უმეტესეობას გონია რო ტოლერანტობა მხოლოდ სხვისი აზრის პატივის ცემაა, რა თქმა უნდა ესეც ტოლერანტობის ნაწილია მაგრამ, რეალურად კი ტოლერანტობა არის კულტურული მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანური ინდივიდუალობის გამოვლენის შესაძლებლობების პატივისცემა, მიღება და სწორი გაგება.
  ტოლერანტობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივბაძოთ ჩვენგან ,,განსხვავებულებს'', უბრალოდ ჩვენ ისინი არ უნდა შევზღუდოთ და არ უნდა ,,გავრიყოთ''.
  ყველა თანასწორია! ყველას აქვს უფლება იყოს ისეთი როგორიც უნდა! მოვეპყრათ ერთმანეთს ისე, როგორც ჩვენ ვისურვებდით რომ მოგვექცნენ!

დისკრიმინაცია

 რა არის დისკრიმინაცია? დისკრიმინაცია სიტყვასიტყვით განსხვავებულს ნიშნავს, მაგრამ მას ბევრად რთული განმართება აქვს. იგი უთანასწორო, უსამართლო მოპყრობას ნიშნავს. ძირითადად ის ხდება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მიმართულია რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ. დისკრიმინაცია შეიძლება იყოს რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი და ა. შ. 
  დისკრიმინაციას უწოდებენ ისეთ შემთხვევას, სადაც ადამიანთა ერთი ჯგუფი ზღუდავს მეორეს უფლებას. დისკრიმინაციის მაგალითები ბევრი შეგვიძლია მოვიყვანოთ ყოველდღიური ცხოვრებიდან, მაგალითად რამდენიმე დღის წინ მე შევესწარი შემთხვევას სადაც ბიჭების ჯგუფი აყენებდა შეურაწყოფას მათ თანატოლ ბიჭს, რადგან ის ატარებდა გრძელ თმას, ისინი აფრთხილებდნენ რომ თუ ის გააგრძელებდა ასეთი ვარცხნილობით სიარულს ვერ შეძლებდა მათთან მიახლოვებას. რამდენიმე მათგანმა უხამსი სიტყვითაც კი მიმართა. 
  დისკრიმინაცია ხშრად კანის ფერის, ფიზიკური შესაძლებლობებისა და განსხვავებუი შეხედულებების გამოც ხდება.
   ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც მას სურს. ჩვენი თუ ვიცით ჩვენი უფლებები ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს უფლებები სხვასაც აქვს და მას ამ უფლებებს ვერ შევუზღუდავთ!                                                                                     

Monday, December 7, 2015

გენდერული თანასწორობა

 გენდერული თანასწორობა, დღესდღეობით ერთ-ერთი აქტუალური თემაა არამარტო საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში.   საუკუნეების განმავლობაში გენდერული თანასწორობის თეორიაზე  არავის უფიქრია, არ ფიქრობდნენ, რომ ქალსაც აქვს უფლება გახდეს ისეთივე წარმატებული, როგორც მამაკაცი. ძირითადად დღესაც არ არის გენდერული ბალანსი სრულიად დაცული.
   მსოფლიო ისტორიაში შემონახულია მართლაც, წარმატებული ქალების სახელები, ერთ-ერთი არის კლეოპატრა VII, რომელიც ჯერ კიდევ ძველ წელთაღრიცხვაში მოღვაწეობდა. ჟანა დ'არკი, მარგარეტ ტეტჩერი (,,რკინის ლედი''). ამ ისტორიაში შეიძება მოვიხსენიოთ ქართველი მეფე თამარი, რომლებმაც ნამდვილად შეცვალეს მსოფლიო ისტორია.
   დღეს ქალთა რაღაც ნაწილი თვლის რომ მამაკაცი უნდა იყოს ოჯახის უფროსი და მისი მოვალეობაა ოჯახის რჩენა. ეს ასე ნამდვილად არ არის, გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს მხოლოდ ქალთა უფლებების გაზრდას, უფლებების გაზრდა მოვალეობების დამატებასაც ითვალისწინებს. ოჯახში სადაც ცხოვრობს ქალიც და მამაკაციც აუცილებელი არაა მხოლოდ მამაკაცმა იზრუნოს ოჯახის რჩენაზე.
   გენდერულ დისბალანსს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად შევხვდებით, მაგალითად ყველას გვეყოლება ისეთი ნაცნობი რომელსაც მეუღლის თანხმობის გარეშე ყოველთვის ყველგან ეკრძალება წასვლა.ქალბატონები ხშირად ფიქრობენ, რომ ,,კარგი ცოლი'' აუცილებლად უნდა ემორჩილებოდეს ქმარს, მიუხედავად იმისა ის ეთანხმება თუ არა მას. 
ჩემი აზრით, დღეს ეს უკვე ოჯახური ურთიერთობის მოძველებული ფორმაა და ეს სტერეოტიპები უნდა დავამსხვრიოთ! 

ცხოვრება ქუჩაში...

  კარგია როდესაც არსებობს თეორიულად ადამიანის უფლებათა კონვენცია, მაგრამ რამდენად რეალურია მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება?
  ქუჩა... ეს ის ადგილია სადაც ჩვენ თითქმის ყოველდღიურად გავდივართ, მაგრამ კვლავ ვბუნდებით სახლში. წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება
,,სახლის'' გარეშე...
  ძირითადად ჩვენი ასაკის ბავშვები არ უნდა ზრუნავდნენ ოჯახისა და საკუთარი თავის რჩენაზე, რადგან ჯერ მათი ასაკი არ ღემატება 18 წელს, მაგრამ მიუხედავად ამისა რეალობა სულ სხვა რამეს გვიჩვენებს...
  თუ დაფიქრებულხართ იმაზე რამდენად ძნელია ცივ ზამთარში, ქუჩაში ღამის გათევა... რამდენიმე დღე მშიერი სიარული და  ამასთან ერთად მარტოობა, მშობლებისა და ახლობლების გარეშე ყოფნა... ვინ ზრუნავს ასეთ ბავშვებზე და არამართო ბავშვებზე? ვინ დაეხმარება ბავშვს რომელიც წლებია დახმარებას ითხოვს, ბავშვს რომელიც ნებისმიერი შეურაწყოფის ატანა უწევს, აქ უკვე სიტყვა ,,უფლება'' სასაცილოდაც ჟღერს.
   ვითარდება მსოფილო, მაგრამ იქმნება სოციალური ფენები. ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. ადამიანის უფლებათა დეკლარაციის პირველ მუხლში წერია, იგი წესით ნებისმიერ ადამიანზე უნდა მოქმედებდეს, მაგრამ დღეს ასე ნამდვილად არ არის. მეტი უფლება აქვს მას ვინც ეკონომიურად არ დგას დაბალ საფეხურზე, მას შეუძლია შეურაწყოფაც კი მიაყენოს ე. წ. ,,მათხოვრებს''. რატომ არავინ  იცავს ,, მათხოვრების'' უფლებებს?
   ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებთ თითოეული მათგანის ბინით უზრუნველყოფას, მაგრამ მათი თავშესაფრებში გადაყვანა საუკეთესო ვარიანტია. დღესდღეობით, ასეთი თავშესაფრები საკმაოდ მცირე რაოდენობითაა, მაგრამ თუ ჩვენ მართლა გვინდა დავეხმაროთ მათ, ინფორმაცია ,,მათხოვრებზე'' მივაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატს.

Saturday, December 5, 2015

რელიგიის თავისუფლება

  რელიგია ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა თუ რა არის ამ ქვეყნის სახელმწფო რელიგია, არ შეიძლება სხვა რელიგიის შეზღუდვა და აკრძალვა, რადგან ყველა ადამიანს გააჩნია თავისი მოსაზრება რომლის წართმევის უფლება არავის აქვს. „აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისულებისშესახებ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-18 მუხლში  წერია,  რომ: ,, ყველა ადამიანს აქვს უფელება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისულებისა, ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას თავისი რელიიგისა თუ რწმენის აღმსარებლობისა როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად , მოძღვრებაში ღვთისმსახურებაში და რელიგიურ და რიტუალურ წესჩვეულებათა შესრულებაში საჯარო და კერძო წესით''. 
  აზრი, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება უპირობოდ დაცული ფასეულობებია. რელიგიის შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ პიროვნების ნებასურვილით არის შესაძლებელი, რაც ძალიან იშვიათია, ყოველგვარი გადაბირებით, შანტაჟით და მუქარით რელიგიის შეცვლა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დეკლარაციით მინიჭებულ უფლებებს. 
  რელიგიის შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ მე-2, მე-3 და 26-ე მუხლების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა ზიანის მიუყენებლად.

Friday, December 4, 2015

ძალადობა ქალებზე და ქალთა უფლებები

 ჩემი წინა პოსტი ეძღვნებოდა ოჯახურ ძალადობას, ეს პოსტი კი მინდა დავუთმო კერძოდ ქალებზე ძალადობას და მათ უფლებებს.
  ქალებზე ძალადობის პრობლემა არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში სუფევს. არის ქვეყნები სადაც ,,ქალი'' მეორეხარისხოვნად არის მიჩნეული, ძირითადად ამის მიზეზი უცოდინრობაა... მათ არ იციან თავისი უფლებები და ძალადობა, ასე რომ ვთქვათ ,,ცემა'' საჭიროდაც კი მიაჩნიათ. რეალურად, დღეს, XXI საუკუნეში სადაც ქალი და მამაკაცი თანასწორია, ჯერ კიდევ არ იცის ყველად ამის შესახებ. თანასწორობა სულაც არ ნიშნავს ერთნაირ ფიზიკურ შესაძლებლობებს, თანასწორობა არის თანასწორუფლებიანობა, უფლება რომელიც გააჩნია ქალსაც და მამაკაცსაც.
  ძირითადად ქალებზე ძალადობას მათი მეუღლეები ახდენენ. დღეს ჩემს თემასთან დაკავშრებით გადავწყვიტე გამომეკითხა უფროსი თაობის ქალბატონები და მე მათ რამდენიმე შეკითხვა დავისვი. პირველი კითხვა იყო: თუ გამხდარან ისინი ოდესმე ძალადობის მსხვერპლნი.   თხუთმეტი გამოკითხული ქალბატონიდან მხოლოდ სამმა აღიარა რომ ისინი ნამდვილად იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი, ორმა მათგანმა უარყო, დანარჩენებს კი უბრალოდ გაეღიმათ ამ კითხვაზე და არაფერი მიპასუხეს. მთავარი პრობლემა თუ რატომ არ ისჯებიან მოძალადეები არის
ის რომ ქალები ამჯობინებენ დუმილს.
   კვლევების შედეგად დადგენილია ყოველწლიური ანგარიში რომელიც ძალადობით გარდაცვლილი ქალების რაოდენობას ასახავს, მათი რაოდენობა შემაშფოთებელ რიცხვას ასახავს. დრესდღეობით შექმნილია მრავალი ორგანიზაცია რომელიც ქალთა უფლებებს იცავს, მაგრამ მიუხედავად ამისა მოძალადეთა რაოდენობა არ შემცირებულა. ჩვენ ერთადერთი რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ ძალადობის შემცირებას არის ის რომ მივიღოთ შესაბამისი ზომები და საქმე გადავცეთ სახალხო დამცველს, ან თუნდაც სამართალ დამცავებს!
 

Wednesday, December 2, 2015

ოჯახური ძალადობა

  საზოგადოების დიდ ნაწილს, ძალადობა მხოლოდ ფიზიკური ზეწოლა გონია. ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ფართო თემა რომელზეც მრავალი დაწესებულება და ჯგუფები მუშაობენ, საქართველოში  ჯერ კიდევ 2006 წელს  პარლამენტმა მიიღო კანონი რომელიც ითვალისწინებს : ოჯახში ძალადობის აღკვეთას, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებას.
   ძირითადად მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს რომ ოჯახში მომხდარი ყველა უსიამოვნება, ეს იქნება კამათი თუ
ძალადობა, არის მხოლოდ კონკრეტული ოჯახის საქმე და ამ საქმეში ჩარევის უფლება არავის აქვს. წლების მანძილზე მართლაც ასე იყო, არავინ ერეოდა ოჯახურ კომფლიქტებში, მაგრამ დღეს, XXI  საუკუნეში,  შექმნილია ორგანიზაციები და სახალხო დამცველთა ჯგუფი მუშაობს ამ პრობლემის აღმოფხვრაზე.
   ხშირად ოჯახში ძალადობის მიზეზი შეიძლება გახდეს მამაკაცის, ან თუნდაც ქალბატონის მხრიდან იმისი დამტკიცების სურვილი, რომ ,,ის მთავარია ოჯახში''. ეკონომიკური პირობების გამო, არის ისეთი შემთხვევებიც როდესაც ოჯახის რჩენა მხოლოდ ქალს უხდება, ამის გამო ის თავის მეუღლეს ყოველ დღე ახსენებს, რომ ყველაფერი მისი წყალობით აქვს და ის ვალდებულია სასწრაფოდ მოძებნოს სამსახური. ამ შემთხვევაში ხდება ფსიქოლოგიური ძალადობა ქალბატონის მხრიდან.
   ოჯახური ძალადობას აქვს შემდეგი ფორმები:

  • ფიზიკური ძალადობა;
  • ფსიქოლოგიური ძალადობა;
  • ეკონომიკური ძალადობა.

                           
   ბავშვი,რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც ხშირია კომფლიქტი და ძალადობა, იგი ირებს ფსიქოლოგიურ სტრესს, რის შედეგადაც შესაძლოა იგი გახდეს ზედმეტად აგრესიული. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები ხშირად თვითონ ხდებიან მოძალადეები.
   ძალადობის მსხვერპლნი ძირითადად ისეთი ადამიანები ხდებიან რომლებმაც არ იციან საკუთარი უფლებები. დღესდღეობით მედია მუშაობს მოსახლეობისთვის საკუთარი უფლებების გაცნობაზე, ტელევიზიით გამუდმებით ვრცელდება სიუჟეტები, რომლებიც მოგვიწოდებს ვებრძოლოთ ძალადობას!

Tuesday, December 1, 2015

ლტოლვილები

                     
  ლტოლვილი ეწოდება იძლებით გადაადგილებულ პირს. მსოფლიო მაშტაბით ლტოლვილთა რაოდენიბა საკმაოდ მაღალია. ადამიანი ლტოლვილი შეიძლება გახდეს შემდეგი მიზეზების გამო, მაგალითად : ომები, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირება.
   საქართველოს  ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 35 ათასი ლტოლვილი ცხოვრობს, რომლებსაც ესაჭიროებათ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. 2008 წლის ომის შემდეგ დაზარალებულები უზრონველყოფილნი არიან საცხოვრებლით.
   ლტოლვილთა ნაწილი თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი, სახელმწიფო ვალდებულია ისინი უზრუნველყოს საცხოვრებლით.
  1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს, დევნილების ნაწილს მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს.
  დევნილობის შემთხვევაშ ადამიანთა უფლებები, რა თქმა უნდა არ იცვლება და მას (დევნილს) აქვს საშუალება ისარგებლოს იგივე უფლებებით.