Monday, December 7, 2015

ცხოვრება ქუჩაში...

  კარგია როდესაც არსებობს თეორიულად ადამიანის უფლებათა კონვენცია, მაგრამ რამდენად რეალურია მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება?
  ქუჩა... ეს ის ადგილია სადაც ჩვენ თითქმის ყოველდღიურად გავდივართ, მაგრამ კვლავ ვბუნდებით სახლში. წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება
,,სახლის'' გარეშე...
  ძირითადად ჩვენი ასაკის ბავშვები არ უნდა ზრუნავდნენ ოჯახისა და საკუთარი თავის რჩენაზე, რადგან ჯერ მათი ასაკი არ ღემატება 18 წელს, მაგრამ მიუხედავად ამისა რეალობა სულ სხვა რამეს გვიჩვენებს...
  თუ დაფიქრებულხართ იმაზე რამდენად ძნელია ცივ ზამთარში, ქუჩაში ღამის გათევა... რამდენიმე დღე მშიერი სიარული და  ამასთან ერთად მარტოობა, მშობლებისა და ახლობლების გარეშე ყოფნა... ვინ ზრუნავს ასეთ ბავშვებზე და არამართო ბავშვებზე? ვინ დაეხმარება ბავშვს რომელიც წლებია დახმარებას ითხოვს, ბავშვს რომელიც ნებისმიერი შეურაწყოფის ატანა უწევს, აქ უკვე სიტყვა ,,უფლება'' სასაცილოდაც ჟღერს.
   ვითარდება მსოფილო, მაგრამ იქმნება სოციალური ფენები. ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. ადამიანის უფლებათა დეკლარაციის პირველ მუხლში წერია, იგი წესით ნებისმიერ ადამიანზე უნდა მოქმედებდეს, მაგრამ დღეს ასე ნამდვილად არ არის. მეტი უფლება აქვს მას ვინც ეკონომიურად არ დგას დაბალ საფეხურზე, მას შეუძლია შეურაწყოფაც კი მიაყენოს ე. წ. ,,მათხოვრებს''. რატომ არავინ  იცავს ,, მათხოვრების'' უფლებებს?
   ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებთ თითოეული მათგანის ბინით უზრუნველყოფას, მაგრამ მათი თავშესაფრებში გადაყვანა საუკეთესო ვარიანტია. დღესდღეობით, ასეთი თავშესაფრები საკმაოდ მცირე რაოდენობითაა, მაგრამ თუ ჩვენ მართლა გვინდა დავეხმაროთ მათ, ინფორმაცია ,,მათხოვრებზე'' მივაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატს.

1 comment:

  1. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ReplyDelete