პირველი წერილობითი სამართებრივი დოკუმენტი, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია, არის ხამურაბის კანონები, რომლებიც ძვ. წ. XVIII საუკუნეში ბაბილონის მეფე ხამურაბიმ შექმნა. კანონები დაწერილია ძველბაბილონური დამწერლობით 2.5 მეტრი სიმაღლის ფილებზე, რომლებიც ამჟამად პარიზში, ლუვრის მუზეუმშია დაცული.
მეფეს სწამდა: ღმერთებმა ის იმისთვის აირჩიეს, რომ ხალხისთვის კანონები დაეწერა. მეფე პირობას დებდა რომ მის ქვეყანაში ყველა ადამიანი დაცული იქნებოდა და რომ ბოროტება მოისპობოდა.
Sunday, April 24, 2016
Sunday, April 17, 2016
საავტორო უფლებები
საავტორო უფლება
არის პირადი კუთვნილება და ის კანონით არის დაცული. მისი მოპოვებისთვის არ არის აუცილებელი ნაწარმოების რეგისტრაცია, გაფორმება ან სხვაგვარი დაცვა. დღესდღეობით ბევრი გამოგონება და სხვადასხვაგვარი
ნამუშევრები იქმნება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამომგონებლის, ავტორისა
და იმ ადამიანების საავტორო უფლებების დაცვას ვისაც ეკუთვნის რაიმე ნაწარმოები. საავტორო უფლებების დაცვა ხდება სხვადასხვანაირი ფორმები.
საავტორო უფლებების დაცვა ხდება როგორც გამოქვეყნებულ ისე გამოუქვეყნებელ ნამუშევრებზე, წარმოიშობა რაიმის შექმნისთანავე, განურჩევლად ყველა ნაწარმოებზე. საავტორო უფლებები არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, საშუალებებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე.
საავტორო უფლებების დაცვა ხდება როგორც გამოქვეყნებულ ისე გამოუქვეყნებელ ნამუშევრებზე, წარმოიშობა რაიმის შექმნისთანავე, განურჩევლად ყველა ნაწარმოებზე. საავტორო უფლებები არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, საშუალებებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე.
დღეს საქართველოში
საავტორო უფლებების დასაცავად შეიქმნა საქართველოს კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე
უფლებების შესახებ’’.თუ ავტორის უფლება დაირღვევა, კანონის მიხედვით იმ ადამიანს რომელმაც დაარღვია უფლება, ის დაჯარიმდება ხუთასიდან სამი ათას ლარამდე. რაც შეეხება საავტორო უფლებების დაცვას, საავტორო უფლებების დაცვა მაშინ ხდება როდესაც ავტორი ნაწარმოებს შექმნის. რომ არ იყოს საავტორო უფლებების დაცვა, ბევრი ნაწარმოები გასხვისდებოდა.
Saturday, April 9, 2016
9 აპრილი
27 წლის წინ
საქართველოში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა.1989 წელს საქართველოში თავისუფლების მოთხოვნის მიზნით უამრავი ხალხი მშვიდობიანი
აქციებით, მოითხოვდა სამშობლოს თავისუფლებას,
ამ მოთხოვნას საბჭოთა ხელისუფლებამ დასჯით უპასუხა. 1989 წლის 9 აპრილს, ღამით, რუსულმა
ჯარებმა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეები ალესილი ნიჩბებით
და მომწამვლელი აირის გამოყენებით დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით
კი დაიჭრა და მოიწამლა, ასე რომ ამ ტრაგედიას ბევრი მსხვერპლი მოჰყვა.
1990 წლის
28 ოქტომბერს საქართველოში პირველი არჩევნები ჩატარდა. პარტია ,,მრგვალი მაგიდა- თავისუფალი
საქართველომ ’’ გაიმარჯვა, რომლის ხელმძღვანელი იყო ზვიად გამსახურდია.1991 წლის 31 მარტს ჩაატარეს სახალხო გამოკითხვა: სურდათ თუ არა თავისუფლება. თავისუფლების მოთხოვნა
გამოთქვა მოსახლეობის თითქმის 99 პროცენტმა. ამავე წლის 9 აპრილს საქართველო დამოუკიდებელი
გახდა.
9 აპრილი ქართველებისთვის
არის სასიხარულო და ამავდროულად საუბედურო დღე. მას შემდეგ ყოველ წელს უნთებენ ქართველები სანთლებს 9 აპრილს დაღუპულ გმირებს.
Subscribe to:
Posts (Atom)