Thursday, March 24, 2016

ინტერვიუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ლიკა ზურაბაშვილთან

-გამარჯობა.
-გამარჯობა...
-რამდენიმე კითხვაზე თუ შეგიძლია, რომ მიპასუხო.
-კარგით შევეცდები.
- ,,სეგრეგაცია'' ,,დისკრიმინაცია'' - თუ იცი ამ სიტყების მნიშნელობა?
-კი, ეს საკითხი კარგად მაქვს გააზრებული და შევეცდები ამომწურავი პასუხი გაგცეთ ამასთან დაკავშირებით.
-ძალიან კარგი. შეგიძლია განგვიმარტო ამ სიტყვების მნიშვნელობა?
- ,,სეგრეგაცია'' და ,,დისკრიმინაცია'' გულისხმობს ისეთი ერების, ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ჩაგვრას, ან გარიყვას, რომლებიც განსხვავდებიან კანის ფერით, რელიგიით ან სხვა რაიმე ნიშნით.
-შენ თუ ყოფილხარ დისკრიმინაციის მომსწრეე?
- არა, საბედნიეროდ, არ ვყოფილვარ დისკრიმინაციის მომსწრე.
-შეგიძლია დავისახელო დისკრიმინაციის ერთ-ერთი
ცნობილი ფაქტი?
-1941 წელს ჰიტლერმა ებრაელების გაქრობის მიზნით, ათასობით ებრაელი მოკლა. ბავშვებს წვავდა, ხოლო უფროსებს ხვრეტდა.
-მადლობა ინტერვიუსათვის.
-არაფერს.



Monday, March 21, 2016

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

         21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს აღნიშნავენ იმიტომ, რომ დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ვიდრე მათ აქვთ. სამწუხაროდ დღეს საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს განსხვავებულად მიიჩნევენ. ხშირად ასეთ ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონეებს უწოდებენ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არასწორი შეხედულებაა მათ მიმართ.
     დაუნის სინდრომის დროს ადამიანს 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 აქვს. სწორედ ეს ზედმეტი ქრომოსომა განაპირობებს დაუნის სინდრომის ნიშნებს.
    დაუნის სინდრომთან დაკავშირებით ბევრი მითები არსებობს, მაგალითად:  დაუნის სინდრომის მქონე პირებს ახლო ურთიერთობის დამყარება არ შეუძლიათ, რომ მათ მნიშვნელოვანი ინტელექტუალური შეფერხაბა  აქვთ, დაუნის სინდრომი მემკვიდრეობით გადადის და სხვა.რეალურად კი დაუნის სინდრომი მემკვიდრეობით არ გადადის. არსებობს სხვადასხვა მიზეზები რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დაბადება. 
          პირველად ჯონ დაუნმა აღწერა დაუნის სინდრომის დაავადება 1866 წელს , 1895 წელს კი ფრანგმა გენეტიკოსმა ჯერემი ლეჟერმა პირველად აღწერა, როგორც ქრომოსული ანომალია. 2006 წლის 21 მარტს პირველად აღნიშნეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.
   

Saturday, March 19, 2016

მოსწავლის უფლება- მოვალეობები

          ყველა მოსწავლეს აქვს საკუთარი უფლებები და მოვალეობები. აუცილებელია ვიცოდეთ  ისინი, რადგან შეგვეძლოს ჩვენი უფლებების დაცვა. ნებისმიერ მოსწავლეს უფლებებთან ერთად მოვალეობებიც აკისრიას. მაგალითად, თუ მოსწავლეს აქვს უფლება მოითხოვოს ბავშვთა უფლებების დაცვა, მას მოვალებაც აქვს რომელიც სკოლის შინაგანა წესის დაცვას გულისხმობს.
   მოსწავლეების  ნაწილმა არც კი იცის ამ უფლებებისა და მოვალეობის არსებობის შესახებ, ამიტომ გადავწყვიტე  შევახსენო მათ ამ უფლებების არსებობა.
    მოსწავლის უფლებები: (ამონარიდი სკოლის შინაგანა წესიდან)

 1.1. მიიღოს სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი ზოგადი განათლება; 1.2. ტესტირების დამაკმაყოფილებლად გავლის შემთხვევაში ჩარიცხულ იქნას შესაბამის კლასში;  

1.3. იცნობდეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ნუსხას მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;

  1.4. სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და ხელმისაწვდომი იყოს მისთვის სკოლაში არსებული ყველა სახის ღონისძიება;
  1.5. ისარგებლოს სკოლის კაბინეტ-ლაბორატორიებით, საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკებით, სპორტული დარბაზებითა და მოედნებით;
  1.6. ისარგებლოს სკოლის სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ლოგოპედური და სასადილოს     მომსახურებით;
  1.7. მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;
  1.8. უფასოდ ისარგებლოს სკოლის ბიბლიოთეკებში დაცული წიგნის ფონდით;
 
   მოსწავლის ვალდებულებები:
2.1. სასკოლო ფორმით და სასკოლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და გაკვეთილის დაწყებამდე დაიკავოს თავისი ადგილი საკლასო ოთახში;
2.2. გაკვეთილის მსვლელობისას სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში, დასვას შეკითხვები, გამოთქვას საკუთარი აზრები გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით;
2.7. პატივი სცეს თანაკლასელებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას, სკოლაში მყოფ დაცვის სამსახურს; აგრეთვე:
•  სკოლაში გამოცხადდეს მხოლოდ სკოლის მიერ დადგენილი სასწავლო ფორმით;
•  არ დაიგვიანოს გაკვეთილზე;
•  არ გააცდინოს გაკვეთილი (გაკვეთილები) არასაპატიო მიზეზით;
•  არ დატოვოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა არასაპატიო მიზეზით;
•  აკრძალულია სიგარეტის მოწევა;
•  არ გამოცხადდეს სკოლაში მობილური ტელეფონით, სამკაულით;
•  არ მოიხმაროს სკოლაში საღეჭი რეზინი ან მზესუმზირა; 
•  არ დაუშვას სკოლაში იმ არასასწავლო დანიშნულების ნივთების შემოტანა და გამოყენება, რომლებიც კონკრეტულად არ არის მითითებული სკოლის შინაგანაწესში, მაგრამ ეწინააღმდეგება და არღვევს სკოლის დისციპლინას;

როზა პარკსი

1955 წლის 1 დეკემბერს, მონტგომერში გადატვირთულ ავტობუსში შავკანიანთა ცნობილმა უფლებების დამცველმა, როზა პარკსმა ავტობუსის მძღოლს უარი განუცხადა დაეთმო თავისი ადგილი თეთრკაიანი მგზავრისთვის. მძღოლმა პოლიციას გამოიძახა. ამის გამო პარკსი დააჯარიმეს და დააკავეს.
   როზა პარკსის დაკავებას მოჰყვა პროტესტები, რომელიც დიდ წინააღმდეგობაში გადაიზარდა. თუმცა, ორგანიზაციას სჭირდებოდა ლიდერი, რომელიც დაეხმარებოდა სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებას. მათ შეარჩიეს ნაკლებად ცნობილი მარტინ ლუთერ კინგი. შავკანიანმა მოსახლეობამ მარტინ ლოუთერ კინგის მეთაურობით საქალაქო ავტობუსებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
    მარინ ლოუთერ კინგმა სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლისას ერთადერთი მოთხოვნა განუცხადა: სეგრეგაციის გაუქმება საქალაქო
ავტობუსებში.
   ბოიკოტის შედეგად ავტობუსის კამპანიებმა დიდი ზარალი ნახეს. მგზავრთა დაახლოებით 70 პროცენტს შავკანიანები შეადგენდნენ. ისინი 381 დღეს აპროტესტებდნენ სეგრეაციას.
     1956 წელს უზანაესმა სასამართლომ რაიონულ სასამართლოსთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, სადაც გამოცხადდა, რომ შავკანიანთა სეგრეგაცია უკანონო იყო.
   ,, ავტობუსების ბოიკოტმა" როზა პარკსი რასობრივი სეგრეგაციისადმი წინააღმდეგობის სიმბოლოდ აქცია, აქციების სულისჩამადგმელი და ორგანიზატორი მარტინ ლუთიერ კინგი კი ფერადკანიანთა სამოქალაქო უფლებების დამცველი მოძრაობის უდავო ლიდერი გახდა.

სეგრეგაცია

   სეგრეგაცია რასობრივი ჯგუფების იძულებით გამოყოფაა, რომელიც დაკავშირებულია რაიმე რასობრივი ჯგუფების დისკრიმინაციასთან , მიუხედავად იმისა რომ აღიარებულია თანასწორუფლებიანთა პრინციპი.
    დისკრიმინაციის უკიდურესი ფორმა ევროპაშიც არსებობდა მაგალითად : შორეულ წარსულში  ებრაელები გეტოში იყვნენ იზოლირებულები. ამჟამად,ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მრავალ ბოშებს აიძულებენ ცალკე თემებად იცხოვრონ.
     განანსხვევებენ ინსტიტუციიონალურ სეგრეგაციას,რომელიც ყველა სფეროში გვხვდება, მაგალითად : სკოლებში უნივერსიტეტებში და ხვა სფეროებში.
    რასობრივ დისკრიმინაციის წინაღმდეგ ბრძოლა აშშ-ში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჩრდილოეთ და სამხრეთ შტატებს შორის გამართული ბრძოლით დაიწყო, რომელშიც ჩრდილოეთის შტატებმა მოიპოვეს გამარჯვება და ამას უკვე შემდგომში მოჰყვა შეერთებულ შტატებში მონობის გაუქმება. თუმცა, მიუხედავად იმისა , რომ მონობის წინააღმდეგ აშშ-ს მოსახლეობამ XIX საუკუნეებში გაილაშქრა, XX საუკუნეებში აშშ-ში შავკანიანთა დისკრიმინაცია პიკს აღწევდა.
  1951 წელს კანზის შტატის შავკანიანმა მცხოვრებმა ოლივერ ბრაუნმა რვა წლის გოგონას სახელით  მიმართა სკოლის საქალაქო საბჭოს. სარჩელში უთითებდა რომ მის გოგონას თეთრკანიანების განკუთვილ სკოლაში ევლო , რომელიც მის სახლის ახლოს იყო შავკანიანთა სკოლა კი 21 კვარტლით იყო დაშორებული. სასამართლომ ოლივერს სარჩელი არ დაუკმაყოფილა.ისეთივე სარჩელებით სხვა შავკანიანებმაც მიმართეს . საქმე უზანაეს სასამართლომდე მივიდა, დადგინდა, რომ სეგრეგაცია ეწინააღმდეგებოდა აშშ-ს კომსტიტუციის მე-14  შესწორებას რომელიც კანონების მხრიდან დაცვასითვალისწინებდა, ამ გადაწყვეტილებით აშშ-ს ყველა სკოლაში სეგრეგაცია აიკრძალა, მაგრამ მას შტატში გაფართოებული წინააღმდეგობა შეხვდა.

       
  

Thursday, March 17, 2016

გენოციდი

  გენოციდი 1948 წლიდან საერთაშორისო დანაშაულად ითვლება. ეს ერთ-ერთი უმძმესი დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების განადგურებას რასისტული,   ეროვნული, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით. ასევე მიზანმიმართულად ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც გამოიწვევს კონკრეტული ადამიანთა ჯგუფის მთლიან განადგურებას.
  პირველად ეს ტერმინი ,,გენოციდი'' XX საუკუნის 30-იან წლებში გაჟღერდა, რომელიც პოლონელი იურისტის რაფაელ ლენკინის მიერ იქნა შემოღებული და საერთო სამართლიანობის სტატუსი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1948 წლის დეკემბერში მიიღო, როგორც ყველზე მძიმე დანაშაული ადამიანის მიმართ.
  მსოფლიო ისტორიაში არის  გენოციდის ფაქტები:
     1. ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების განადგურება, სლავების, ბოშების და გერმანიის მიერ ევროპაში ოკუპირებულ ქვეყნებში სხვა მცხოვრებლების.
     2. სამი მილიონი კამბოჯელის განადგურება პოლ პოტისა და იენ სარის რეჟიმის პერიოდში 1974-1979 წლებში, კამბოჯაში.
    3. 1994  წელს-მასობრივი განადგურება რუანდეში, რის შემდეგაც ჰუტუს ტომის წარმომადგენლებმა გაანადგურეს 800 ათასი ტუტსის ტომის წარმომადგენელი.
ეს გენოციდის ფაქტები არც თუ ისე შორეული წარსულიდანაა.
 XIX  საუკუნის გენოციდათ შეგვიძლია მივიჩნიოთ სირიაში მომხდარი ტერორისტული ფაქტი, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა.