მოსწავლეების ნაწილმა არც კი იცის ამ უფლებებისა და მოვალეობის არსებობის შესახებ, ამიტომ გადავწყვიტე შევახსენო მათ ამ უფლებების არსებობა.
მოსწავლის უფლებები: (ამონარიდი სკოლის შინაგანა წესიდან)
1.1. მიიღოს სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი ზოგადი განათლება; 1.2. ტესტირების დამაკმაყოფილებლად გავლის შემთხვევაში ჩარიცხულ იქნას შესაბამის კლასში;
1.3. იცნობდეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ნუსხას მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;
1.4. სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და ხელმისაწვდომი იყოს მისთვის სკოლაში არსებული ყველა სახის ღონისძიება;1.5. ისარგებლოს სკოლის კაბინეტ-ლაბორატორიებით, საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკებით, სპორტული დარბაზებითა და მოედნებით;
1.6. ისარგებლოს სკოლის სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ლოგოპედური და სასადილოს მომსახურებით;
1.7. მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;
1.8. უფასოდ ისარგებლოს სკოლის ბიბლიოთეკებში დაცული წიგნის ფონდით;
მოსწავლის ვალდებულებები:
2.1. სასკოლო ფორმით და სასკოლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და გაკვეთილის დაწყებამდე დაიკავოს თავისი ადგილი საკლასო ოთახში;
2.2. გაკვეთილის მსვლელობისას სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში, დასვას შეკითხვები, გამოთქვას საკუთარი აზრები გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით;
2.7. პატივი სცეს თანაკლასელებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას, სკოლაში მყოფ დაცვის სამსახურს; აგრეთვე:
• სკოლაში გამოცხადდეს მხოლოდ სკოლის მიერ დადგენილი სასწავლო ფორმით;
• არ დაიგვიანოს გაკვეთილზე;
• არ გააცდინოს გაკვეთილი (გაკვეთილები) არასაპატიო მიზეზით;
• არ დატოვოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა არასაპატიო მიზეზით;
• აკრძალულია სიგარეტის მოწევა;
• არ გამოცხადდეს სკოლაში მობილური ტელეფონით, სამკაულით;
• არ მოიხმაროს სკოლაში საღეჭი რეზინი ან მზესუმზირა;
• არ დაუშვას სკოლაში იმ არასასწავლო დანიშნულების ნივთების შემოტანა და გამოყენება, რომლებიც კონკრეტულად არ არის მითითებული სკოლის შინაგანაწესში, მაგრამ ეწინააღმდეგება და არღვევს სკოლის დისციპლინას;
No comments:
Post a Comment