სეგრეგაცია რასობრივი ჯგუფების იძულებით გამოყოფაა, რომელიც დაკავშირებულია რაიმე რასობრივი ჯგუფების დისკრიმინაციასთან , მიუხედავად იმისა რომ აღიარებულია თანასწორუფლებიანთა პრინციპი.
დისკრიმინაციის უკიდურესი ფორმა ევროპაშიც არსებობდა მაგალითად : შორეულ წარსულში ებრაელები გეტოში იყვნენ იზოლირებულები. ამჟამად,ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მრავალ ბოშებს აიძულებენ ცალკე თემებად იცხოვრონ.
განანსხვევებენ ინსტიტუციიონალურ სეგრეგაციას,რომელიც ყველა სფეროში გვხვდება, მაგალითად : სკოლებში უნივერსიტეტებში და ხვა სფეროებში.
რასობრივ დისკრიმინაციის წინაღმდეგ ბრძოლა აშშ-ში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჩრდილოეთ და სამხრეთ შტატებს შორის გამართული ბრძოლით დაიწყო, რომელშიც ჩრდილოეთის შტატებმა მოიპოვეს გამარჯვება და ამას უკვე შემდგომში მოჰყვა შეერთებულ შტატებში მონობის გაუქმება. თუმცა, მიუხედავად იმისა , რომ მონობის წინააღმდეგ აშშ-ს მოსახლეობამ XIX საუკუნეებში გაილაშქრა, XX საუკუნეებში აშშ-ში შავკანიანთა დისკრიმინაცია პიკს აღწევდა.
1951 წელს კანზის შტატის შავკანიანმა მცხოვრებმა ოლივერ ბრაუნმა რვა წლის გოგონას სახელით მიმართა სკოლის საქალაქო საბჭოს. სარჩელში უთითებდა რომ მის გოგონას თეთრკანიანების განკუთვილ სკოლაში ევლო , რომელიც მის სახლის ახლოს იყო შავკანიანთა სკოლა კი 21 კვარტლით იყო დაშორებული. სასამართლომ ოლივერს სარჩელი არ დაუკმაყოფილა.ისეთივე სარჩელებით სხვა შავკანიანებმაც მიმართეს . საქმე უზანაეს სასამართლომდე მივიდა, დადგინდა, რომ სეგრეგაცია ეწინააღმდეგებოდა აშშ-ს კომსტიტუციის მე-14 შესწორებას რომელიც კანონების მხრიდან დაცვასითვალისწინებდა, ამ გადაწყვეტილებით აშშ-ს ყველა სკოლაში სეგრეგაცია აიკრძალა, მაგრამ მას შტატში გაფართოებული წინააღმდეგობა შეხვდა.
No comments:
Post a Comment